რატომა არის საჭირო ავტომობილის სათადარიგო გასაღები?
თუკი ავტომობილის გასაღები მოგპარეს ან მანქანა ჩაგეკეტათ, სათადარიგო გასაღებით დაზოგავთ დროს, თანხას და ზედმეტ ნერვიულობასაც აიცილებთ თავიდან.
- მოხერხებული - მაშინვე გააღებ მანქანას დახმარების გაძახების გარეშე
- ზოგავს დროს - არ გიწევს სერვისის ლოდინი
- ზოგავ თანხას - ევაკუატორი, კარის გაღება, ახალი გასაღები - დიდი ხარჯია
- სიმშვიდე - გაქვს სათადარიგო გეგმა სტრესული სიტუაციის შემთხვევაში
- კომფორტული მოგზაურობა - სათადარიგო გასაღები განსაკუთრებით კრიტიკულია ხანგრძლივი მოგზაურებისას
- სიმარტივე - სათადარიგო გასაღები უფრო მარტივი და იაფი დასამზადებელია, ვიდრე დაკარგულის აღდგენა
სათადარიგო გასაღების დანიშნულება
იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის გასაღები დაგეკარგათ, შემთხვევით მანქანაში ჩაგეკეტათ ან მოგპარეს, სათადარიგო გასაღების ქონა ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ. არ მოგიწევთ მანქანის გასაღების აღდგენა. მანქანის სათადარიგო გასაღებით მაშინვე გააღებთ და დაქოქავთ მანქანას. არ მოგიწევთ სერვისის და ევაკუატორის გამოძახება და ლოდინი.
სათადარიგო გასაღები ძალიან კომფორტულია, როდესაც სასწრაფოდ გინდათ მანქანის გაღება და ვერ დაელოდებით მანქანის გასაღების სპეციალისტს. ასევე ძალიან კომფორტულია ხანგრძლივი მოგზაურობისას, ასეთ დროს ავტომობილის გასაღების დაკარგვა დიდი ხარჯი და თავის ტკივილია.
იდეალურ შემთხვევაში სათადარიგო გასაღები დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ, ოჯახის წევრთან, ან მეგობართან, რომელსაც ენდობით, ან სახლის დაცულ ადგილას. ასევე, რეკომენდირებულია დამატებითი სათადარიგო გასაღების ქონა, თუკი ორივე გასაღები დაგეკარგებათ.
შეუკვეთე სათადარიგო გასაღები ახლავე!
დაგვირეკე ნომერზე 598 144 758 და გაიარე კონსულტაცია, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით და დაგიმზადებთ სათადარიგო გასაღებს.